Summer Job-ის შედეგების შეჯამება

27 აგვისტო 2012

საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე მუშაობის პროცესი 20 აგვისტოს დასრულდა. პროგრამა წარმატებით განხორციელდა, და მასში გათვალისწინებული  სამუშაოები  23 000-მდე სტუდენტმა გაიარა.  პროგრამის თითოეული მონაწილე, როგორც სტუდენტები, ასევე დამსაქმებლები კმაყოფილები არიან და დიდ სურვილს გამოთქვამენ, რომ ის მომავალშიც გაგრძელდეს. თავის მხრივ, დამსაქმებლები აცხადებენ, რომ სამომავლოდ უფრო მეტ სამუშაო ადგილს გამოყოფენ სტუდენტებისათვის, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ დასაქმებულ სტუდენტთა რაოდენობა.

დღეს 27 აგვისტოს Summer Job-ში დასაქმებული სტუდენტებისთვის ხელფასები სრულად გაიცემა. განათელბისა და მეცნიერების სამინისტროს, დამსაქმებელ ორგანუიზაციასა და სტუდენტს შორის გამოფრებული შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად.  დამსაქმებელი შრომის ანაზღაურებას ახორციელებს პროგრამის მონაწილის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების შესახებ ანგარიშების საფუძველზე  ხერშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

ძალიან ვწუხვართ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები არასამუშაო დღეებს კონკრეტულად შაბათ-კვირას დაემთხვა, და გვესმის სტუდენტების მღელვარება. შეგახდენებთ რომ ყველა იმ სტუდენტს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დასაქმების პროგრამაში ანაზღაურებას მიიღება საქართველოს ბანკის პლასტიკურ ბარათზე შეუძლია, რომელიც ყველა მონაწილეს უფასოდ დაუმზადდა.

იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს რაიმე სახის პრობლემა შეექმნება ბანკთან ან პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მადლობას უხდის პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტსა და დამსაქმებელ ორგანიზაციას.

Summer Job-ის შედეგების შეჯამება