10 მაისი, 2017 წელი
2017 წლის 18 მაისი, 16:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე - 4 სართული)
დღის წესრიგი:
1. სააპელაციო საბჭოს შედეგების შესაბამისად შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ხელახალი განხილვა;
2. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის საკითხის განხილვა;
4. შპს საქართველოს უნივერსიტეტის ზუსტი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის საკითხის განხილვა;
5. შპს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის საკითხის განხილვა;
6. შპს საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის საკითხის განხილვა;
7. შპს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის გემის ენერგეტიკული დანადგარების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ 2015 წლის 24 ივლისის №84 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვა.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.