განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მხარდაჭერას. 50-ზე მეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება უკვე ახორციელებს მოდულურ პროგრამებს.
დაწესებულებებს, რომლებსაც ჯერ არ დაუნერგავთ მოდულური პროგრამები, შეუძლიათ მომართონ ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს და მიიღონ უფასო კონსულტაციები და ისარგებლონ დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტის მომსახურებით.
ასევე, შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ე.წ. „საგნობრივი“ პროგრამების განხორციელება დაწესებულებებს მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე შეეძლებათ.