FAQ

მეთევზეობის ჩარჩო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა

22 მაისი 2017


„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში გარე ინიციატორმა წარმოადგინა მეთევზეობის ჩარჩო დოკუმენტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ კონცენტრაციებს: თევზჭერა, თევზის გადამუშავება, ფერმერობა მეთევზეობაში, ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში.
შემუშავებული დოკუმენტების განხილვისა და სფეროს წარმომადგენლებთან პოზიციების შეჯერების მიზნით გთავაზობთ საჯარო განხილვას მიმდინარე წლის 6 ივნისს 17:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
წარმოგიდგენთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროექტს, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და განხილვისას წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრებები.