FAQ

საქართველოს კარიტასის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

23 მაისი 2017


22 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა გერმანიისა და საქართველოს კარიტასის წარმომადგენლებთან. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საექთნო განათლების არსებული მდგომარეობის შესახებ და შესაბამის სფეროში გერმანული გამოცდილება მიმოიხილეს.

მხარეებმა ისაუბრეს საექთნო განათლებაში დუალური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობებსა და კარიტასის მიერ პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნების. ასევე განიხილეს გერმანელი სპეციალისტების საექთნო მიმართულების პროფესიული სტანდარტების გადამუშავებისა და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შექმნის საკითხში მომავალი თანაშრომლობის შესაძლებლობები და ფორმატი.