„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში გარე ინიციატორმა წარმოადგინა სათავგადასავლო ტურიზმის ჩარჩო დოკუმენტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ კონცენტრაციებს: სამთო გამყოლი, საფეხმავლო გამყოლი, ალპური გამყოლი, სათხილამურო გამყოლი.
შემუშავებული დოკუმენტების განხილვისა და სფეროს წარმომადგენლებთან პოზიციების შეჯერების მიზნით გთავაზობთ საჯარო განხილვას მიმდინარე წლის 12 ივნისს 17:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
წარმოგიდგენთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროექტს, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და განხილვისას წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრებები.