FAQ

ტრანსპორტის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭო

24 მაისი 2017

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების პროექტების გამოქვეყნებას.

ქვემოთ მოცემულ ბმულებზე ატვირთულია ტრანსპორტის მიმართულებით დარგობრივი მახასიათებლების პროექტები:

საზღვაო ნავიგაციის დარგობრივი მახასიათებელი
საზღვაო ინჟინერიის დარგობრივი მახასიათებელი
საზღვაო ელექტროინჟინერიის დარგობრივი მახასიათებელი

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, შენიშვნები და კომენტარები გამოაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე info@eqe.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 29 მაისის 14:00 საათისა.

აქვე გაცნობებთ, რომ ტრანსპორტის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მიმდინარე წლის 30 მაისს 14:00 საათზე.