FAQ

Microsoft Office 365-ის დანერგვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

25 მაისი 2017

25 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიზის სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა Microsoft Office 365-ის დანერგვასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ცენტრის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ომარ აბშილავა უძღვებოდა. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერმა მიმოიხილა Microsoft Office 365-ის შესაძლებელობები და მისი გამოყენების გზები. Microsoft Office 365 მოქნილი სისტემა და ღრუბლოვანი სერვისები ორგანიზაციას მუშაობის მოქნილი სისტემის გამოყენებაში უწყობს ხელს. მისი მეშვეობით დაიზოგება დრო და რესურსები. ვირუსული შემოტევის შემთხვევაში კი მინიმუმამდეა დაყვანილი ინფორმაციის დაკარგვა.
ცენტრი სამომავლოდ გეგმავს Office 365-ის სხვა აპლიკაციების გამოყენებას.
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერმა ასევე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული ვირუსული შეტევის WannaCry-ის შესახებ და მსგავსი ტიპის საფრთხის თავიდან აცილების გზებზე.

Microsoft Office 365-ის დანერგვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა