გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო კურსების პილოტირება 3 პროფესიულ კოლეჯში მიმდინარეობს.
მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფის წევრები სასწავლო პროცესზე დაკვირვების მიზნით ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს ესტუმრნენ და კურსის მსვლელობას დააკვირდნენ.
სასწავლო პროცესი ინტერაქტიულია, მოსწავლეები ჩართულები არიან პრაქტიკულ აქტივობებში და კეთებით ეუფლებიან პროფესიულ უნარებს.
კოლეჯში მოსწავლეები ორი მიმართულების კურსს გაივლიან: მებაღეობა და სანტექნიკური სამუშაოების წარმოება.