FAQ

სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო პროგრამის პილოტირება მიმდინარეობს

2 ივნისი 2017


გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო კურსები მიმდინარეობს. კურსებზე დაკვირვების მიზნით, პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფის წევრები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალს ეწვივნენ.

ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მოსწავლეებს სთავაზობს საორიენტაციო კურსებს მებაღეობისა და ცხოველების მოვლის მიმართულებით.

მოსწავლეები პროფესიას ეცნობიან სახალისო და საინტერესო აქტივობების მეშვეობით და როგორც თავადვე აღნიშნავენ, კეთებით სწავლა საინტერესო და სახალისო პროცესია.

სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო პროგრამის პილოტირება მიმდინარეობს