საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფმა გაეროს განვითარების პროგრამის შვეიცარიელმა კონსულტანტმა, მარკ ბლოხმა და პროექტის (პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში) წარმომადგენლებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და ცენტრის თანამშრომლებმა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და მიმდინარე აქტივობების განხილვა.
საგრანტო შეთანხმება 2016 წლის ივლისში გაფორმდა და მიზნად ისახავს პროფესიული განათლების რეფორმის მხარდაჭერას მნიშვნელოვანი მიდგომების შემუშავებისა და მათი პილოტირების გზით.