FAQ

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე სემინარი ჩატარდა

«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
6 ივნისი 2017

5 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი პროგრამის შემუშავებასა და ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესების მიმდინარეობის საკითხებზე.

სემინარს ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სახელწიფო და კერძო კოლეჯების, უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
სემინარზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N 99/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში განხორციელებულ ცვლილებებზე (2017 წლის 5 მაისის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N 77/ნ ბრძანება), "პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" "მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებზე.