FAQ

შეხვედრა WorldSkill Georgia-ს ექპერტებთან

12 სექტემბერი 2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში WorldSkill Georgia-ს დელეგატებსა და ექპერტებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას ესწრებოდნენ WorldSkill Georgia-ს ექსპერტები, რომლებიც 2013 წელს, ლაიპციგში დაგეგმილ WorldSkill-ის საერთაშორისო პროფესიული უნარების კონკურის მონაწილეებს მოამზადებენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში გერმანიის ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი უტა ბაიერი, რომელიც WorldSkill-ის ტექნიკური დელეგატია.


საინფორმაციო შეხვედრაზე ექსპერტები გაეცნენ სამოქმედო გეგმას  და Euroskill-ის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის პროგრამას. Euroskill - საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ოქტომბერში ბელგიის ცნობილ საკურორტო ქალაქ სპაში გაიმართება და რომელზეც საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას დამკვირვებლის სტატუსით და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

შეხვედრა WorldSkill Georgia-ს ექპერტებთან