FAQ

2012-2013 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

14 სექტემბერი 2012

გაცნობებთ, რომ 14 სექტემბერს დღის ბოლოს იწურება 2012-2013 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის მობილობის სტუდენტთა ჩარიცხვის პროექტების ცენტრში წერილობით წარმოდგენისა და შესაბამისი ინფორმაციის პორტალზე ასახვის  ვადები;

 
პროცესების თანმიმდევრულად შესრულების გაადვილებისთვის იხილეთ მობილობის სახელმძღვანელო.


შეგახსენებთ, რომ ცენტრში წარმოდგენილ ბრძანების პროქტს თან უნდა დაერთოს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული სტუდენტების, მაგისტრანტების და დოქტორანტების პირადი საქმეების ქსეროასლები.
 

გისურვებთ წარმატებებს!

2012-2013 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!