FAQ

საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ მონიტორინგის ჯგუფის მორიგი ვიზიტი განხორციელდა

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
13 ივნისი 2017


გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ მოსწავლეებისთვის ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებისა და ცხოველების მოვლის საორიენტაციო კურსებს ახორციელებს.

სწავლების პროცესის მიზანია, მოსწავლეებს შრომითი უნარები და პროფესიისთვის აუცილებელი უნარები გამოუმუშავდეთ. მოსწავლეები სახალისო და საინტერესო სწავლების მეშვეობით პრაქტიკულად ეცნობიან პროფესიებს.

საორიენტაციო კურსებზე დაკვირვების მიზნით მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფის წევრებმა საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ მონიტორინგის მორიგი ვიზიტი განახორციელეს და ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების კურსის მსვლელობას დააკვირდნენ.