ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში სკოლის მოსწავლეები მებაღეობისა და სანტექნიკური სამუშაოების წარმოების საორიენტაციო კურსებს ესწრებიან. სწავლების პროცესი მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის შრომითი და პროფესიისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებას. მოსწავლეები სახალისო და საინტერესო სწავლების მეშვეობით პრაქტიკულად ეცნობიან პროფესიებს.
მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფის წევრები ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს 12 ივნისს ესტუმრნენ და მებაღეობის საორიენტაციო კურსის მსვლელობას დააკვირდნენ.
„კოლეჯი ჩემი ასაკისთვის შესაბამის ცოდნას მაძლევს. უკვე ვისწავლე მცენარეების დამყნობა, ხეხილის გამრავლება, მავნებლების ამოცნობა, აქ ძალიან სასიამოვნო გარემო საინტერესო გაკვეთილებია“, - ამბობს 16 წლის რუსუდან სინაძე, სოფელ გალავნის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე.
საორინეტაციო კურსები გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.