22 ივნისს, 11:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა - ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დანართი №4-ით განსაზღვრული მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ჩამონათვალში ახალი ქვედარგის/სპეციალიზაციის - „ატმოსფერული მეცნიერებების“ დამატების თაობაზე.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 21 ივნისისა შემდეგ ტელეფონებზე: (+995 32) 2 200220 (3509); 577 278843 ან მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე - info@eqe.ge.