FAQ

პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების კომპონენტის პილოტირება ივლისიდან დაიწყება

15 ივნისი 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამის საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის პილოტირება ივლისიდან დაიწყება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და სამუშაო შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

პილოტირებაში ჩართულები არიან საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების კომპონენტის პილოტირება ივლისიდან დაიწყება