FAQ

სამთო საქმის ჩარჩო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა

20 ივნისი 2017

გარე ინიცირების გარგლებში, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ იქნა სამთო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროექტი.
შემუშავებული დოკუმენტების განხილვისა და სფეროს წარმომადგენლებთან პოზიციების შეჯერების მიზნით გთავაზობთ საჯარო განხილვას მიმდინარე წლის 4 ივლისს 17:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
წარმოგიდგენთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროექტს, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და განხილვისას წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრებები.