ჩარჩო დოკუმენტებისა და მოდულების შემუშავება-გადამუშავების პროცესის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წლის 5 ივნისს „პროფესიული სტანდარტის, ჩარჩო დოკუმენტისა და მოდულის შემუშავების წესში“ შევიდა ცვლილებები. დოკუმენტების შემუშავების პროცესის მოქნილობისთვის წესში განიმარტა ჩარჩო დოკუმენტში, მოდულში ტექნიკური და შინაარსობრივი ცვლილებების შესაძლებლობები, მათი განხილვისა და დამტკიცების პროცედურები.
ჩარჩო დოკუმენტს დანართის სახით განესაზღვრა აღჭურვილობის, მასალისა და ნედლეულის ერთიანი დოკუმენტი, შედეგად აღარ არის საჭირო მატერიალური რესურსების შესახებ ინფორმაციის თითოეულ მოდულში განსაზღვრა.
ზემოაღნიშნული ცვლილებები გარე ინიცირების გზამკვლევებსა და ინსტრუქციებში აისახა და განთავსდა ცენტრის ვებ-გვერდზე.
მატერიალური რესურსის ინსტრუქცია
მოდულის შემუშავების გზამკვლევი