19 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა დარგობრივი შეხვედრა დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტის მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამაში ჩართული მასწავლებლების მონაწილეობით.
შეხვედრა მიზნად ისახავდა აღნიშნული დარგის მიმართულებით მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაზიარებას.