გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქალბატონი თამარ სანიკიძე ესწრებოდა. 
სხდომაზე რამდენიმე საკითხი იქნა წარმოდგენილი, კერძოდ: 
1.ეთნიკური უმცირესობების და სოფლის მცირე სკოლებისთვის პედაგოგების მომზადება და სასწავლო პროცესში ჩართვა; 
2.პროექტის „ისწავლე საქართველოში“ - მიმდინარე საკითხები; 
3.შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტრატეგია; 
4.განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი -მაინორ პროგრამების შეფასების საკითხი; 
5.საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების დაქვემდებარებაში არსებული საშუალო სკოლების მოსწავლეთა განათლების აღიარებისა და საერთაშორისო სტუდენტების ვიზებთან დაკავშირებული საკითხები; 
6.სახელმწიფოსა და შპს „პირადი ადვოკატის სააგენტოს“ ერთობლივი ინოვაციური პროექტი - GREENWAY. 
