FAQ

საერთაშორისო კონკურსი Worldskills-ის ოფიციალური ვლოგერის გამოსავლენად

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
22 ივნისი 2017


15 ივლისი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებულია მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღედ. ამ დღესთან დაკავშირებით Worldskills ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს და განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს სხვადასხვა პრიზით აჯილდოვებს.

წელს განსაკუთრებული პრიზია დაწესებული და დაჯილდოვდება ის ახალგაზრდა, რომელიც მოამზადებს საუკეთესო 2-წუთიან ვიდეოს და Facebook-ზე, Instagram-ზე, Twitter-ზე ან YouTube-ზე ატვირთავს ჰეშთეგის #SkillsForAll გამოყენებით. ვიდეოში უნდა ჩანდეს, როგორ უქმნის ადამიანებს პოზიტიურ მომავალს პროფესიული უნარები.

კონკურსის გამარჯვებული აბუ-დაბიში 2017 წლის საერთაშორისო შეჯიბრებაზე Worldskills-ის ოფიციალური ვლოგერი გახდება.

ვიდეოს ატვირთვის ბოლო ვადაა 9 ივლისი.

კონკურსის დეტალების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Worldskills-ის ვებგვერდს.

წარმატებები!