FAQ

პროფესიული პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების საჯარო განხილვა

23 ივნისი 2017


გარე ინიცირების ფარგლებში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტების ფარგლებში დაწესებულებების მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ იქნა ჩარჩო დოკუმენტები შემდეგ პროფესიებზე - მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი, მექატრონიკის ტექნიკოსი, სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსი, წყალარინების სისტემების ტექნიკოსი, წყალმომარაგების სისტემების ტექნიკოსი, ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.
აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტებისა და მათი მოდულების განხილვის მიზნით საჯარო განხილვა ჩატარდება 2017 წლის 10 ივლისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: მ. ალექსიძის ქ.N1). შემდეგი თანმიმდევრობით:

1. მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი - 10:00 საათი;
2. მექატრონიკის ტექნიკოსი - 11:00 საათი;
3. სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსი - 12:00 საათი;
4. წყალარინების სისტემების ტექნიკოსი - 13:00 საათი;
5. წყალმომარაგების სისტემების ტექნიკოსი - 14:00 საათი;
6. ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება - 15:00 საათი;
7. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები - 16:00 საათი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა.