FAQ

ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით დაწესებულებებთან მუშაობა გრძელდება

23 ივნისი 2017

ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრი დაწესებულებებთან მუშაობას აგრძელებს. მორიგი შეხვედრა ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართეს. შეხვედრას ქუთაისსა და ზუგდიდში მდებარე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ და დაწესებულებებს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და მათი დანერგვის გზები დეტალურად გააცნეს.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდას და მნიშვნელოვან განვითარებას, ამიტომ ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვამდე ცენტრი დაწესებულებებს ხელშემწყობ ღონისძიებებს სთავაზობს.

შერჩეულია 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებშიც დაიწყება პილოტირება ცენტრის მხარდაჭერითა და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. პილოტირება პროექტ Study in Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონშიც გაგრძელდება.

ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით დაწესებულებებთან მუშაობა  გრძელდება