FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

5 ივლისი 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული  ცენტრში, რეესტრის სამმართველო, მიმდინარე წლის 6 და 7 ივლისს 11:00 სთ-ზე გამართავს სამუშაო შეხვედრას 2017-2018 ს/წ შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესში მონაწილეობის მსურველ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის.

აღნიშნულ შეხვედრას, მიზანშეწონილია დაესწროს მობილობაზე ან/და რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი.

ერთი დაწესებულებიდან შეხვედრას შეიძლება დაესწროს არაუმეტეს ორი ადამიანისა.

შეხვედრის თემა: 2017-2018 ს/წ შემოდგომის სემესტრის მობილობის ეფექტური ადმინისტირება  

შეხვედრის დრო: 6-7 ივლისი, 11:00 საათი

შეხვედრის ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, (საკონფერენციო დარბაზი) 0 სართული.

 

მადლობა თანამშრომლობისათვის!