განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა თანამშრომლებთან. შეხვედრაზე განიხილეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მრჩევლის, კანადის შერბრუკის უნივერსიტეტის პროფესორის, ტეუფიკ ნავარის (Tewfik Nawar) საქართველოში ვიზიტის დეტალები.
ტეუფიკ ნავარი საქართველოს 24-28 ივლისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი დააკვირდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განმავითარებელი ინსტიტუციური შეფასების პროცესს, რომელიც ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად ჩატარდება. შედეგად, პროფესორი ტეუფიკ ნავარი გასცემს რეკომენდაციებს, მედიცინის დარგობრივი მახასიათებლების გადახედვასთან და ცენტრის მიერ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესის ჩატარებასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში ასევე განხილული იქნება ის ეტაპები, რაც ცენტრმა უნდა გაიაროს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარების მოსაპოვებლად.