FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების განხილვა გაიმართება

10 ივლისი 2017


14 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაგეგმილია შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების განხილვა:

1. 10:00 საათი - ხის, ქვისა და ლითონის მხატვრული დამუშავება;
2. 11:30 საათი - აუდიო ვიზუალური ხელოვნება;
3. 13:00 საათი - ფარმაცია (სააფთიაქო); 
4. 14:30 საათი - ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება; 
5. 15:30 საათი - საიუველირო საქმე; 
6. 16:30 საათზე - კერამიკა;
7. 17:00 საათი - ვებ ტექნოლოგიები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მობრძანდეთ მოცემული განრიგის შესაბამისად.

შეხვედრები გაიმართება 0 სართულზე.