10 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტების ფარგლებში გარე ინიცირებით შემუშავებული ჩარჩო დოკუმენტების პროექტებისა და მათი მოდულების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრებზე განიხილეს მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის, მექატრონიკის ტექნიკოსის, სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსის, წყალარინების სისტემების ტექნიკოსის, წყალმომარაგების სისტემების ტექნიკოსის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიები.
განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი", საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. აღნიშნულ დაწესებულებებს გერმანელი და ინგლისელი პარტნიორები ჰყავთ და, შესაბამისად, ჩარჩო დოკუმენტების შემუშავებულ პროექტებში გათვალისწინებულია ევროპული ქვეყნების გამოცდილება.