FAQ

მემორანდუმი რეესტრის წარმოების სრულყოფისთვის

13 ივლისი 2017

„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესში“ 28 ივნისს განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემებისა და ბაზების სისტემატიზაციასა და რეესტრის წარმოებასთან მიმართებით საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გამართულ და კოორდინირებულ საქმიანობას.

ცვლილების საფუძველზე, 12 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

 

 

მემორანდუმი რეესტრის წარმოების სრულყოფისთვის