FAQ

ცენტრის წარმომადგენლები დუალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას გაეცნენ

17 ივლისი 2017

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) -ის ორგანიზებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები დუალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაცნობის მიზნით 2017 წლის 2-8 ივლისს გერმანიაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, დარგობრივი ასოციაციების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, კომპანიათაშორისი სასწავლო ცენტრების, დუალურ სწავლებში ჩართული ტურისტული, სამშენებლო და მევენახეობა-მეღვინეობის ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე პროფესიულ სტუდენტებთან.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განახლებასა და გაძლიერებაზე, რომელიც დუალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებსაც გაითვალისწინებს.

ცენტრის წარმომადგენლები დუალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას გაეცნენ