FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა

17 ივლისი 2017

საქართველოს პრემიერ მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის N194 ბრძანებით ცვლილებები შევიდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში, რომლის მიხედვითაც საბჭოს სამ წევრს პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება, ხოლო საბჭოს შემადგენლობა 11 წევრით განისაზღვრა.
საბჭო სოციალური პარტნიორობის პრინციპითაა დაკომპლექტებული. მასში დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების, ბიზნეს ასოციაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე პროფესიული განათლების ექსპერტები არიან წარმოდგენილნი.