FAQ

სამუშაო ვიზიტი საზოგადოებრივ კოლეჯ ოპიზარში

18 ივლისი 2017


მიმდინარე წლის 13 და 14 ივლისს ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში ახალციხის საზოგადოებრივ კოლეჯ ოპიზარში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა პროგრამების განხორციელების დეტალები, მეცხოველეობის დუალური პროგრამის განხორციელების და მასში ინტეგრირებული მოდულების შეტანის პროცესი, მეფუტკრეობის პროგრამის დუალურად განხორციელების შესაძლებლობები. განხილულ იქნა სტუდენტთა შეფასების პროცესის მიმდინარეობა, დაწესებულების რეგულაციები, კატალოგი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
გაიმართა შეხვედრები დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან, ასევე დუალური პროგრამების განხორციელებაში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლებთან.
ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური განაგრძობს კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერას, მათ შორის დუალური სწავლების პრინციპით. ამ მიზნით მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დანერგვის მხარდაჭერის 50 ვიზიტი განხორციელდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხოლო სამსახურმა 68 დაინტერესებულ პირთან განახორციელა კონსულტირება პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში.

სამუშაო ვიზიტი საზოგადოებრივ კოლეჯ ოპიზარში