FAQ

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულების დარგობრივი საბჭო

19 ივლისი 2017

მიმდინარე წლის 18 ივლისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულების დარგობრივი საბჭო.
სხდომაზე განხილული იქნა მასაჟიტ - რეაბილიტატორის სტანდარტი და სამკურნალო მასაჟისა და რეაბილიტაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი.

საბჭომ, ასევე იმსჯელა ექთნის თანაშემწის პროფესიული სტანდარტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, რომელიც მიმდინარე წლის 27 ივლისს იწურებოდა.

საბჭომ, განხილული შენიშვნების გათვალისწინებით, დადებითი რეკომენდაციები გასცა ცენტრის დირექტორისათვის , შემდგომში წარსადგენი დოკუმენტაციის დასამტკიცებლად.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულების დარგობრივი საბჭო