FAQ

ENQA საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის შესახებ

20 ივლისი 2017

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ( ENQA) კვარტალურ “ნიუს ლეთერში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის შესახებ.

„2017 წლის მაისში, საქართველომ მიიღო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შეფასებების განახლებული სტანდარტები და პროცედურები. 2014 წლიდან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა , ხარისხის უზრუნველყოფის სისტემური ცვლილებების განსახორციელებლად მუშაობა დაიწყო. პროცესში ჩართულები იყვნენ, უმაღლესი საგნამანათლებლო დაწესებულებები,ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები. 

განახლებული სტანდარტები და პროცედურები არსებითად ცვლის შეფასების სისტემას და ორიენტირებულია სტუდენტების სასწავლო პროცესის ეფექტურად განხორციელებაზე და ხელს უწყობს უმაღლესი განათლების კულტურის განვითარებას.
განახლებული სტანდარტები და პროცედურების დანერგვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს პილოტირების პროცესს, რომელშიც 2017 წლის ბოლომდე, სამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას. 2018 წლიდან, პილოტირების შედეგების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით ახალი სტანდარტები და პროცედურები ამოქმედდება“. - ნათქვამია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ( ENQA) – ს მიერ გამოქვეყნებულ „ნიუს ლეთერში“ .
2013 წლიდან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ( ENQA) აფილირებული ორგანიზაციაა.
ENQA-ში გაერთიანებულია ევროპისა და არა მხოლოდ ევროპის 90-მდე ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო თუ საჯარო სტრუქტურა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გატარებული რეფორმები, ხელს შეუწყობს ENQA -ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მოპოვებას, რაც დიდი გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ქვეყნისთვის , ასევე საგანმანათლებლო სისტემისთვის.

http://www.enqa.eu/index.php/nceqe-revises-qa-standards-and-procedures/ 

ENQA საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის შესახებ