ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა

26 ივლისი 2017

25 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა.

სხდომაზე განიხილეს თევზსაჭერი გემის ნავიგატორის/მეთევზე-მეზღვაურის, ამწის ოპერატორ-მემანქანის, მობილური ამწის ოპერატორის/მემანქანის, საშახტო ამწის მემანქანის, საშახტო ელმავლის მემანქანის პროფესიული სტანდარტები. ასევე, განიხილეს თევზსაჭერი გემის ნავიგაციის, ამწე და მსგავსი მანქანების ოპერირებისპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტები.

საბჭომ დადებითი რეკომენდაციები  გასცა დოკუმენტაციის დასამტკიცებლად.

ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა