27 ივლისს 11:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება. სტუდენტები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მათთვის საინტერესო კითხვებზე. 
 
მომდევნო ღია კარის დღეები 8 და 15 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება. 
 
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1 (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)