FAQ

2017-2018 წლის საშემოდგომო მობილობა - ღია კარის დღე გაიმართა

27 ივლისი 2017


2017-2018 წლის საშემოდგომო სემესტრის მობილობასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისთვის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა.

შეხვედრაზე მოსულ სტუდენტებს ცენტრის რეესტრის სამმართველოს თანამშრომლებმა განუმარტეს მობილობის პროცედურები, ელექტრონულ პორტალზე - students.eqe.ge - რეგისტრაციის წესი, მიაწოდეს ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევაში მობილობით სარგებლობის, გრანტის გადატანის, პრიორიტეტის არჩევისა და მათთვის საინტერესო სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.

მომდევნო ღია კარის დღე, 8 და 15 აგვისტოს 11:00 საათზე გაიმართება.

2017-2018 წლის საშემოდგომო მობილობა - ღია კარის დღე გაიმართა