FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენელთათვის სემინარები ტარდება

1 აგვისტო 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აგრძელებს სემინარების ციკლს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.

ამჯერად სემინარი საქართველოს საავიაციო უნივერისტეტში გაიმართა და მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა კომპეტენციის ამაღლებას მოდულური პროგრამების შემუშავების, მათ შორის დუალური მიდგომით მათი განხორციელების, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ეფექტურობის გაძლიერების საკითხებში, ასევე ავტორიზაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

ღონისძიება მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობისას, მათ შორის მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესის ხელშეწყობის მიზნით. სემინარებში, რომლებიც ქუთაისშიც გაიმართება, საქართველოს მასშტაბით მოდულური პროგრამების განხორციელებაში ჩართული ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას.

2019 წლისათვის ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოდულური პროგრამებით უნდა ჩანაცვლდეს. შესაბამისად, ცენტრი ინტენსიურად ახორციელებს ავტორიზებულ დაწესებულებათა და სხვა დაინტერესებული პირების კონსულტირებას.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენელთათვის სემინარები ტარდება