FAQ

სკოლის მოსწავლეებისათვის ორგანიზებული პროფესიული კურსების პილოტირების შედეგები შეჯამდა

2 აგვისტო 2017


გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“. პროექტი მოიცავს პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისათვის პროფესიული უნარების გამომუშავებაზე ორიენტირებული კურსების პილოტირებას.

საპილოტე კურსი 2017 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საზოგადოებრივ კოლეჯში მიმდინარეობდა. კურსის ფარგლებში, მოსწავლეები ჩართულები იყვნენ მათთვის საინტერესო პროფესიულ აქტივობებში „კეთებით სწავლის“ და სახალისო დავალებების მეშვეობით.

28 ივლისს პროექტში ჩართული მხარეების მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია, რომელზეც განიხილეს პილოტირების შედეგები, განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და კურსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

სკოლის მოსწავლეებისათვის ორგანიზებული პროფესიული კურსების პილოტირების შედეგები შეჯამდა