FAQ

მშენებლობის, არქიტექტურის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა

3 აგვისტო 2017

3 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა მშენებლობის, არქიტექტურის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა.

სხდომაზე განიხილეს შიდაგაზმომარაგების, გათბობისა და ცხელწყალმომარაგების სისტემის ტექნიკოსის, მელიორატორ-ტექნიკოსის, გათბობისა და ცხელწყალმომარაგების სისტემის მემონტაჟის, მზის წყალგამაცხელებელი დანადგარების ტექნიკოსის, წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალების მშენებლობის სტანდარტები. სხდომაზე ასევე განიხილეს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი.

განხილული შენიშვნების გათვალისწინებით საბჭომ დადებითი რეკომენდაციები დოკუმენტაციის დასამტკიცებლად.

მშენებლობის, არქიტექტურის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა