2017 წლის 11 აგვისტო, 16:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული)
დღის წესრიგი:
1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ფარმაციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუს ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის საკითხის განხილვა;
3. შპს საქართველოს უნივერსიტეტის ზუსტი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის საკითხის განხილვა;
4. შპს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის საკითხის განხილვა;
5. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის საკითხის განხილვა;
6. შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ჰიპოკრატეს ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის საკითხის განხილვა.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.