მიმდინარე წლის 7 აგვისტოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ინჟინერიის მიმართულების დარგობრივი საბჭო.
სხდომაზე განხილული იქნა სტანდარტები:
ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის; შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერი/სპეციალისტის; მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის; რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის ელექტრომექანიკოსის; მექატრონიკის ტექნიკოსის; მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ტექნიკური ექსპლუატაციის სპეციალისტის; მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ოსტატის; ელექტრომოწყობილობების დიაგნოსტიკის, რელეური დაცვისა და ავტომატიკის სპეციალისტის; კვების წარმოების მანქანა-დანადგარების მექანიკოსის; მიკროელექტრონიკის ტექნიკოსის; სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკოსის; შედუღების; ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟის; მაცივარ-დანადგარების და საყოფაცხოვრებო კონდიცირების სისტემების ტექნიკოსის და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტები: შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების; მექანიკა და ლითონის დამუშავების; ელექტროობის; სამრეწველო ავტომატიზაციის; შედუღების; ჰაერის კონდიცირების და სამთო საქმის.
საბჭომ, განხილული შენიშვნების გათვალისწინებით, დადებითი რეკომენდაციები გასცა ცენტრის დირექტორისათვის , შემდგომში წარსადგენი დოკუმენტაციის დასამტკიცებლად.