FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ხუთ უნივერსისტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

9 აგვისტო 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კავკასიის უნივერსიტეტთან, ნიუუ ვიჟენ უნივერსიტეტთან და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტთან.
ხელშეკრულების მიზანია საერთაშორისო ექსპერტების მიერ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განმავითარებელი შეფასება და ამ პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
„ მემორანდუმი და ის ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს არის რეალურად ნაწილი იმ დიდი პროგრამისა, რომელიც უნდა განვახორციელოთ მომავალში. ვემზადებით ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალი სეზონისთვის. შესაბამისობაში მოვიყვანეთ ჩვენი ეროვნული სტანდარტები ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ სტანდარტებთან. გაიწერა შესაბამისი პროცედურები, რომლის დანერგვისათვის აუცილებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიური მუშაობა“ - აღნიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს, განმავითარებელი შეფასების პროცესის მხარდაჭერას , საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროექტის - უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება და ინტერნაციონალიზაცია პროგრამის „ვისწავლოთ საქართველოში“ ფარგლებში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ხუთ უნივერსისტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა