FAQ

დამტკიცდა ჩარჩო დოკუმენტი მეთევზეობაში

10 აგვისტო 2017


სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 9 აგვისტოს N 489 ბრძანებით დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი მეთევზეობაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამების დამატება საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის გზით, 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით.