სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 7 აგვისტოს N483 ბრძანებით ცვლილება შევიდა ცენტრის დირექტორის 2015 წლის 28 ივლისის N536 ბრძანებაში, რითაც განისაზღვრა ცალკეული ჩარჩო დოკუმენტების გაუქმების თარიღები. კონკრეტულად:
ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი (დანართი 46) გაუქმდება 2019 წლის 1 აპრილიდან;
საბაჟო საქმის სპეციალიტის და ბუღალტრის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი (დანართი 48 და 51) გაუქმდება 2017 წლის 21 სექტემბრიდან;
მოლარის, ბანკის მოლარე-ოპერატორის და ღონისძიების მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტები (დანართები 49, 50, 52) გაუქმდება 2018 წლის 27 ივლისიდან;
ბუღალტერ-ტექნიკოსის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი (დანართი 54) გაუქმდება 2019 წლის 1 იანვრიდან;
ჩარჩო დოკუმენტების გაუქმება გამოიწვია მათმა ოპტიმიზაციამ. დაწესებულებებმა აღნიშნულ ვადებში უნდა დაასრულონ ამ ჩარჩო დოკუმენტების საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა სწავლება. სხვა შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ მობილობით.
ცენტრი მზადაა დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.