FAQ

შეხვედრა ჩარჩო დოკუმენტების დანერგვის ეტაპებთან დაკავშირებით

11 აგვისტო 2017



11 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სხვადასხვა დარგის მიმართულებით ( ფოტოგრაფია, სახვითი ხელოვნება, საოფისე საქმისა და ღონისძიების ორგანიზება, საფინანსო სერვისები, ბუღალტრული აღრიცხვა, საბაჟო საქმე და ინფორმაციის ტექნოლოგია) ჩარჩო დოკუმენტების დანერგვის ეტაპებთან დაკავშირებულ სიახლეების მიწოდებას და განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაზიარებას.

შეხვედრა ჩარჩო დოკუმენტების დანერგვის ეტაპებთან დაკავშირებით