FAQ

ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების მოდულების საჯარო განხილვა გაიმართება

14 აგვისტო 2017

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ გარე ინიცირების ფარგლებში წარმოდგენილ იქნა სასურსათო პროდუქტების გადამუშავებისა და სასმელების წარმოების ჩარჩო დოკუმენტის პროექტი, რომელშიც განსაზღვრულია ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების მოდულები.

აღნიშნული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, 25 აგვისტოს 10 საათზე. დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

სასურსათო პროდუქტების გადამუშავებისა და სასმელების წარმოების ჩარჩო დოკუმენტის პროექტი