FAQ

დამტკიცდა ახალი ჩარჩო დოკუმენტები

14 აგვისტო 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 9 აგვისტოს N489 ბრძანებით დამტკიცდა მეთევზეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი და 11 აგვისტოს N493 ბრძანებით გაუქმდა 2016 წლის 7 აპრილის N249 ბრძანებით დამტკიცებული თევზის მომშენებელ-ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი.

ასევე გაცნობებთ, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს N497 ბრძანებით დამტკიცდა ახალი ჩარჩო დოკუმენტები: შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, მექანიკა და ლითონის დამუშავება, ელექტროობა, შედუღება, სამრეწველო ავტომატიზაცია, ჰაერის კონდიცირება და სამთო საქმე.