FAQ

დამტკიცდა ახალი ჩარჩო დოკუმენტები

14 აგვისტო 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 14 აგვისტოს N 502 ბრძანებით დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტები: ლოგისტიკა და პორტის მენეჯმენტი, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, ამწე და მსგავსი მანქანების ოპერირება, თევსაჭერი გემის ნავიგაცია, სასტუმრო, რესტორანი და კვება.

დაინტერესებულ პირებს შესაბამისი მოდულური პროგრამების დანერგვის მიზნით, კონსულტაციების მისაღებად შეუძლიათ მიმართონ პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.